ტაშკენტში ქართული კულტურის დღეები მიმდინარეობს

Date:

საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ტაშკენტში ქართული კულტურის დღეები მიმდინარეობს.

უზბეკეთის დედაქალაქში დაგეგმილი ღონისძიებების სერია ორი ქვეყნის სახელმწიფო ანსამბლების „ერისიონისა“ და „ტუმორის“ ერთობლივი გალაკონცერტით გაიხსნა.

მოეწყო ქართულ-უზბეკურ თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენაც. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოს კულტურის მინისტრის შეხვედრა უზბეკ კოლეგასთან.

ქართული კულტურის დღეები უზბეკეთში ქართველი კინორეჟისორების ფილმების ჩვენებასაც მოიცავს.

პოსტის გაზიარება:

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

პოსტის გაზიარება:

გამოიწერეთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენი

პოპულარული

საფრანგეთში ქართული უხმო კინოს რეტროსპექტივა გაიმართა

"ჩემი ბებია", "ელისო", "მარილი სვანეთს", "ხანუმა", "ვინ არის დამნაშავე"...

საქართველო Global Travel Awards-ის 2026 წლის ნომინანტია

საერთაშორისო ტურისტულ პლატოფორმაზე, Global Travel Awards საქართველო 2026 წლის...