საქართველო Global Travel Awards-ის 2026 წლის ნომინანტია

Date:

საერთაშორისო ტურისტულ პლატოფორმაზე, Global Travel Awards საქართველო 2026 წლის საუკეთესო განვითარებადი ტურისტული მიმართულების, Best Emerging Travel Destination-ის კატეგორიაშია წარდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნომინაციაში გამარჯვებულები ღია კენჭისყრით გამოვლინდებიან, ხმის მიცემა 20 მარტს დასრულდება.

„საქართველოსთვის ხმის მიცემა შესაძლებელია პლატფორმაზე. ეს ლონდონში მოქმედი საერთაშორისო ტურისტული პლატფორმაა, რომელიც ყოველწლიურად ატარებს მსგავს გამოკითხვებს და გამარჯვებულებს ავლენს სხვადასხვა ნომინაციაში. Global Travel Awards-ის დაჯილდოების ცერემონია 25 მარტს ლონდონში გაიმართება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოსტის გაზიარება:

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

პოსტის გაზიარება:

გამოიწერეთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენი

პოპულარული

ტაშკენტში ქართული კულტურის დღეები მიმდინარეობს

საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს...

საფრანგეთში ქართული უხმო კინოს რეტროსპექტივა გაიმართა

"ჩემი ბებია", "ელისო", "მარილი სვანეთს", "ხანუმა", "ვინ არის დამნაშავე"...