საფრანგეთში, ლევილის ქართველთა მამულში ქართული ვაზი დაირგო

Date:

საფრანგეთში, ლევილის ქართველთა მამულში ქართული ვაზი დაირგო. ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 1 000 კვ.მ ფართობზე გაშენდა რქაწითელი და საფერავი, რითიც საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო, საკუთარ მეღვინეობის კულტურას საფრანგეთში წარმოაჩენს და ორ ქვეყანას შორის ისტორიულ კავშირს ახალ შინაარსს სძენს.

„2025 წელს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ეროვნულმა მუზეუმმა უზრუნველყო ტერიტორიის მომზადება, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა პროცესს სამეცნიერო-მეთოდური მხარდაჭერა გაუწია, ხოლო შპს „შატო ზეგაანმა“ პროექტის პრაქტიკული განხორციელება და ვენახის აგროტექნიკური მოვლა საკუთარ თავზე აიღო.

ლევილის მიწაზე გაშენებული ქართული ვაზი მამულს კიდევ უფრო გამოკვეთილ მნიშვნელობას სძენს ქართული კულტურის, საქართველოს მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის კუთხით“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.

პოსტის გაზიარება:

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

პოსტის გაზიარება:

გამოიწერეთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენი

პოპულარული

ტაშკენტში ქართული კულტურის დღეები მიმდინარეობს

საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს...

საფრანგეთში ქართული უხმო კინოს რეტროსპექტივა გაიმართა

"ჩემი ბებია", "ელისო", "მარილი სვანეთს", "ხანუმა", "ვინ არის დამნაშავე"...