სანდრო მამუკელაშვილმა და გოგა ბითაძემ NBA-ში მორიგი მატჩები მოიგეს

Date:

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში წარმატებული დღე ჰქონდათ ქართველ კალათბურთელებს. სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ „დალას მავერიქსს“ უმასპინძლა და 122:96 გაიმარჯვა. გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „მილუოკი ბაქსთან“ კიდევ უფრო დიდი სხვაობით მოიგო – 130:91.

მამუკელაშვილმა მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, თუმცა საკმარისად შედეგიანი იყო: 18 წუთში 13 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი, თითო ჩაჭრა-დაფარება.

ბითაძეს შედარებით მცირე სათამაშო დრო ერგო, თუმცა უქმად არ დაუკარგავს: 8 წუთი, 7 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი.

აღმოსავლეთი კონფერენციის სატურნირო ცხრილში ქართველების გუნდები ერთმანეთის მეზობლად არიან: „ტორონტო“ მეხუთეა (36 მოგება, 27 წაგება), „ორლანდო“ – მეექვსე (35/28).

მამუს გუნდი მომდევნო მატჩს 11 მარტს ჰიუსტონში „როკეტსთან“ გამართავს, ხოლო ბითაძის გუნდი 12 მარტს „კლივლენდს“ მიიღებს.

პოსტის გაზიარება:

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

პოსტის გაზიარება:

გამოიწერეთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენი

პოპულარული

აკაკი ჯინჭარაძე ევროპის ჩემპიონია, გიორგი ლაცაბიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პარაძალოსნობაში აკაკი ჯინჭარაძემ ოქროს მედალი...

სამი ქართველი 23-წლამდე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია

სერბეთის ქალაქ ზრენჯანინში მიმდინარე 23-წლამდე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის...

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა მოლდოვასთან ორი ამხანაგური მატჩი გამართა

საქართველო 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა მოლდოველ თანატოლებთან ორი ამხანაგური მატჩი...

ინგა გურგენიძემ იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა მეექვსე ადგილზე დაასრულა

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში იუნიორთა...