სამი ქართველი 23-წლამდე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია

Date:

სერბეთის ქალაქ ზრენჯანინში მიმდინარე 23-წლამდე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის ევროპის ჩემპიონატზე სამი ქართველი ნახევარფინალში იასპარეზებს.
ნიკოლოზ ბოჭორიშვილმა (57კგ) მეოთხედფინალში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი დანოუშ იოუკარი 10-0 დაამარცხა და ფინალში გადასასვლელად აზერბაიჯანელ ბაგიპოვს შეხვდება, ნახევარფინალში გიორგი გოგრიჭიანის (79კგ) მეტოქე ასევე აზერბაიჯანელი ამირასლანოვი იქნება, 97კგ-ში კი 18 წლის კონსტანტინე პეტრიაშვილი რუს სპორტსმენს, ხანიევს დაუპირისპირდება.
კონტინენტის პირველობაზე სერბეთში ნახევარფინალური შეხვედრები დღეს 20:00 საათიდან გაიმართება, ფინალური ბლოკი კი ხვალ ჩატარდება.

პოსტის გაზიარება:

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

პოსტის გაზიარება:

გამოიწერეთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენი

პოპულარული

აკაკი ჯინჭარაძე ევროპის ჩემპიონია, გიორგი ლაცაბიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პარაძალოსნობაში აკაკი ჯინჭარაძემ ოქროს მედალი...

სანდრო მამუკელაშვილმა და გოგა ბითაძემ NBA-ში მორიგი მატჩები მოიგეს

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში წარმატებული დღე ჰქონდათ ქართველ კალათბურთელებს. სანდრო...

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა მოლდოვასთან ორი ამხანაგური მატჩი გამართა

საქართველო 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა მოლდოველ თანატოლებთან ორი ამხანაგური მატჩი...

ინგა გურგენიძემ იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა მეექვსე ადგილზე დაასრულა

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში იუნიორთა...